Favipiravir – კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უკვე არსებობს

- პოპულარული ბრიტანული გამოცემა ,,გარდიანი” წერს, რომ ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლი, სილმინი ასახელებს პრეპარატ „ფავიპირავირს“ და ირწმუნება, რომ მის ეფექტიანობის შესახებ მსოფლიო მალე დარწმუნდება.
მისი თქმით, ჩინეთში, აღნიშნული მედიკამენტის გამოცდა 300-ზე მეტ პაციენტზე მოხდა და კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ ვინც „ფავიპირავირს“ იღებდა, 4 დღეში კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 300 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 11 ათასზე მეტი გარდაიცვალა და 93 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მსგავსი სიახლეები

თემურ მღებრიშვილი: დღეს საღამოდან უკვე შეგვეძლება იდენტიფიკაციის მიზნით მივიყვანოთ ადამიანები პროზექტურაში, სადაც უკვე გადასვენებულია 11-ვე ცხედარი

მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში - „Service Agency“ რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, უკვე შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსის და მინიჭებული ქულების შესახებ




