ესებუების ოჯახი გამოძიებას არ ენდობა – ბადრი ესებუას მამა დაკითხვაზე დაიბარეს

- ესებუების ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა და აცხადებენ, რომ დაკავებული ბიძინა ესებუა უდანაშაულოა.
ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობს რომ მის შვილს, ბიძინა ესებუას იარაღი არ ჰქონია და სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს. ტარიელ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში ამ წუთებში გამოკითხვაზეა დაბარებული.






