stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1603

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4302

დღის ამბები

2589

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს აგრარული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დახმარება გაუწიეს

21.04.2021 / 21 აპრილი 2021
ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს აგრარული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დახმარება გაუწიეს

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა. პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (კოკი, ორსანტია, რიყე, ანაკლია, განმუხური, რუხი, შამგონა, ხურჩა) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აგრარული საქმიანობის მხარდაჭერას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ასოციაციის თავმჯდომარე ქრისტინა კილანავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღ ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ასოციაცია “იმედის” მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას, 55 ოჯახს გადაეცემა სოფლის მეურნეობისთვის როგორც ტექნიკა, ისე შესაწამლი ნივთიერებები. აღნიშნული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც თურქეთის მთავრობასთან, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა“-აღნინშა გიორგი შენგელიამ.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა. დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 60 ქვეყანაში საქმიანობს 62 საკოორდინაციო ოფისით. TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 26 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტის აქვს წარმატებით განხორციელებული.

ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს აგრარული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დახმარება გაუწიეს - image 2
Banner 1
წინა პოსტი

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა

შემდეგი პოსტი

სენაკში, პროექტის -„ვიზრუნოთ ჩვენს უფროს თაობაზე“ პრეზენტაცია გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხაში უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დახმარება გაუწიეს

წალენჯიხაში უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დახმარება გაუწიეს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები გრძელდება

ზუგდიდში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 89 პროექტი განხორციელდება

ზუგდიდში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 89 პროექტი განხორციელდება

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო