ზუგდიდელ პაატა ჩიქობავას, ოჯახი უკვე მეთხუთმეტე დღეა უშედეგოდ ეძებს

ზუგდიდელ პაატა ჩიქობავას ოჯახი უკვე მეთხუთმეტე დღეა უშედეგოდ ეძებს. არსებული ინფორმაციით, ჩიქობავა ბოლო სამი წელია ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს. ის 18 აპრილს გავიდა სახლიდან და უკან არ დაბრუნებულა.
დაკარგულის ნათესავები ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავენ და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.






