ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
ა(ა)იპ ,,ზუგდიდასუფთავების ცენტრის“ წარმომადგენლებმა ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი დაასუფთავეს.
სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერიაც გაეცნო..







