ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან ქართული ოჯახების დეპორტაცია იწყება

ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმ ქართველების ოჯახებს ადეპორტებს, რომლებიც 90-იან წლებში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. ამის შესახებ დადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.
როგორც აფხაზეთიდან STV news-is კორესპონდენტი იუწყება, მარიონეტულმა ხელისუფლებამ იმ პირთა სია შეადგინა და განაახლა, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ამიშ შემდეგ კი სწორედ მათი ოჯახები გააფრთხილა და იძულებით გასახლებამდე იმის უფლება მისცა, რომ საკუთარი ნივთების ოჯახიდან გატანის საშუალება მისცა.
სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა მოვაგროვოთ ის ნივთები, რომელთა გატანასაც შევძლებთ და დავტოვოთ ჩვენი სახლ-კარი. გვითხრეს, რომ ჩვენი ოჯახიდან აფხაზეთის ომში იარაღით ხელში იბრძოდა მამა და ჩემი ძმა. შესაბამისად მათი ახალი გადაწყვეტილების საფუძვლად არც ჩვენ გვაქვს უფლება საკუთარ სახლში ვიცხოვროთ”-აცხადებს თყვარჩელის მკვიდრი ესმა. მ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა




