სამეგრელოს რეგიონული არქივის დირექტორი ფაიზერით აიცრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივის დირექტორი მილენა თორია დღეს ზუგდიდში, რუსთაველის 89 -ში მდებარე ,,კოვიდ 19″-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პუნქტში ფაიზერის პირველი დოზით აიცრა.
მილენა თორია აღნიშნავს, რომ სამეგრელოს რეგიონული არქივის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში, რათა დაიცვან საკუთარი და მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნან.






