ზუგდიდს შვედეთისა და სერბეთის დელეგაცია სტუმრობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, საერთაშორისო პროექტის „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობა“ მონაწილეთა ჯგუფთან შვედეთის და სერბეთის ქვეყნებიდან, ასევე მერიისა და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან: თბილისი, რუსთავი და ქუთაისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მერიის სოციალურ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე დეტალურად ისაუბრეს.
,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. ევროპული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ვიზიტისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტში“-აღნიშნა შეხვედრაზე მაიზერ ნანავამ.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (CIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც „ადგილობრივი დემოკრატიის შვედეთის საერთაშორისო ცენტრი“ (ICLD)ახორციელებს, 18 თვიანია და მოიცავს სასწავლო ვიზიტების სამ ფაზას.
პროექტის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდნენ შვედეთისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პრაქტიკული მაგალითებით გაიზიარეს თვითმმართველობის პროცესში უფლებრივი საკითხების გათვალისწინებისა და განხორციელების სტრატეგიები და მექანიზმები.
აღნიშნულ პროექტში ზუგდიდიდან მერაბ ქვარაია, არჩილ თოდუა და ეკა მინჯორაია ღებულობენ მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართავს




