იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია 300-მდე დევნილ ბავშვს საჩუქრად სასკოლო ნივთებს გადასცემს

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია კოპიტნარსა და სენაკში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებს სტუმრობდა და აღნიშნულ ობიექტში მცხოვრებ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მინისტრმა მათ საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული წელი უსურვა.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნანა გაბელია ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტსაც ესტუმრება და სასკოლო ასაკის 6-დან 9-წლამდე მოსწავლეებს საჩუქრებს ჩაუტანს.
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასწავლო ნივთებს საჩუქრად 300-მდე ბავშვი მიიღებს.






