დღეს,,,უკრაინაში მშვიდობისთვის“- საინიციატივო ჯგუფი 9 აპრილთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ქართველ და უკრაინელ გმირებს პატივს მიაგებენ და სამძიმრის წიგნს განათავსებენ

8 აპრილს, 23:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი ,,უკრაინაში მშვიდობისთვის“, რომელიც დაკომპლექტებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებს.
ასევე, საქართველოს პარლამენტის წინ განთასვდება სამძიმრის წიგნი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება გააკეთოს ჩანაწერი და მიუსამძიმროს უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახებს. სიმბოლურად წიგნი კი უკრაინის საელჩოს გადაეგზავნება.






