ხობში ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

რამდენიმე წუთის წინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლი ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია”,- აცხადებს მეხანძრე- მაშველი გრიგოლ არჩილია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მსგავსი სიახლეები

ხობში, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: უზომო ტკივილსა და მწუხარებას ვგრძნობთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გარდაცვალების გამო




