ირაკლი ჩიქოვანი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ვულოცავ ჩემს, კოლეგებს, მეგობრებს – ქართველ დიპლომატებს – პროფესიულ დღეს! ამ თარიღის აღნიშვნა, სიმბოლურად, დიდი ქართველი მოღვაწისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების დღეს 3 ნოემბერს უკავშირდება, რომელიც ერთიანი საქართველოს მშვიდობიან მომავალს ევროპაში ხედავდა. ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისა და მსოფლიოში არსებული საგარეო გამოწვევების პირობებში, სწორედ დიპლომატიას ეკისრება უდიდესი როლი. სწორედ პროფესიონალი დიპლომატები უმნიშვნელოვანესი ძალაა ჩვენი ქვეყნისათვის.პროფესიულ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დიპლომატებს – მათი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა!






