სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები სენაკის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ნოქალაქევის, ლეძაძამეს და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო/სახალხო კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ჯიხას უბანში – სკვერის კეთილმოწყობა, კიუვეტის მოწყობა – სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე;
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფლებში: ბეთლემსა და ლეძაძამეში – სკვერის მოწყობა;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულში:
სოფელ კოტიანეთში – გარე განათების სისტემის მოწყობა;
სოფელ ძველი სენაკის ცენტრში – საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების მოწყობა.
დღეს გამართულ შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტები, ადგილობრივმა მოსახლეობამ 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შეარჩია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.






