ხეთის საბავშვო ბაღის ფსიქოლოგს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაგა-ბაღის ფსიქოლოგს, ნათელა ქირიას სკოლამდელი განათლების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, მადლობის სიგელი გადასცეს და 70 წლის იუბილე მიულოცეს.
ნათელა ქირია 1970 წლიდან, ჯერ აღმზრდელ-მასწავლებელი, შემდეგ კი, 1992 წლიდან, ხეთის დაფნისა და ციტრუსების მეურნეობაში საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე იყო, რომლის გაუქმების საკითხი არაერთხელ დადგა, თუმცა ქალბატონი ნათელას უშუალო ჩართულობით ეს საკითხი ყოველთვის პატარების სასიკეთოდ წყდებოდა.
ნათელა ქირია 52 წელია, მომავალ თაობებს ზრდის. ის დღემდე ეწევა სააღმზრდელო საქმიანობას, არის ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღის ფსიქოლოგი.






