ბოკერია კეზერაშვილზე – საზოგადოება ამ ამბის გაგრძელებას აუცილებლად იხილავს

სერიოზული მედიის მხრიდან გაკეთებულ სერიოზულ ბრალდებებს უწოდებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია BBC-ზე გამოქვეყნებულ სკანდალურ საგამოძიებო რეპორტაჟს.
ბოკერია ამბობს, რომ ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს.
ოპოზიციონერი ვარაუდობს, რომ საზოგადოება ამ ამბის გაგრძელებას აუცილებლად იხილავს.






