ბიძინა ივანიშვილი – როდესაც არაფორმალურ მართვაზე მესაუბრებით, უხერხულია

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მასზე, როგორც არაფორმალურ მმართველზე საუბარი უხერხულია. როგორც მან აღნიშნული მოსაზრება განმარტა, პარტიის თავმჯდომარე არაფორმალური მმართველი ვერ იქნება.
“მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, რომელ არაფორმალურ მმართველობაზე მესაუბრებით?! ამიტომ, როდესაც არაფორმალურ მართვაზე მესაუბრებით, უხერხულია. ხელისუფლებას პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა ჰყავს, რომელმაც დაამტკიცა მთავრობა და ადგილობრივ თითმმართველობაში თითქმის ყველა რეგიონში უმრავლესობა ჰყავს, შესაბამისად, პარტიის როლი დიდია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი რამდენჯერმე ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება

ბიძინა ივანიშვილი: დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის




