მომიტინგეებმა ბჟანიას აბრა ნაგავზე მოისროლეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას აბრა მომიტინგეებმა ნაგავში მოისროლეს. აბრა ე.წ. პარლამენტის ,,საპრეზიდენტო” კაბინეტის შესასვლელში იყო განთავსებული.
ბჟანიას ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს, ასევე ითხოვენ გაიწვიონ ე.წ აპარტამენტების შესახებ კანონის გაწვევას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ბიჭვინთის სანაპირო ზოლზე ქონების შეძენა.
მომიტინგეებმა დღეს ე.წ. პარლამენტი დაიკავეს. ოპოზიცის ანწილი ახლა ბღანიასთან შესახვედრად მიემართება, მათი განცხადებით ასლან ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდებენ.


