აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შევიდნენ – ბჟანია კანონის გაწვევას აანონსებს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა მატულობს. ე.წ. პარლამენტთან შეკრებილები ითხოვენ ასლან ბჟანიას გადადგომას და სანატორიუმს აპარტამენტებზე და ე.წ. “საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმებაზე” უარის თქმას. ადგილზე მობილიზებულია არიან ე.წ. სამართალდამცავები. მომიტინგეებმა ღობე გაარღვიეს და ე.წ. პარლამენტის შენობაში შევიდნენ.
ბჟანიას მხარდამჭერი მედია ,,აფსნიპრესი” ავრცელებს ცნობას, რომ ე.წ. პრეზიდენტი ამზადებს დოკუმენტს ,,კანონპროექტის” უკან გასაწვევად.




