რუსეთის პრეზიდენტის არჩვნებში დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის „ლიდერებმა“ ხმა პუტინს მისცეს

დე-ფაქტო აფხაზეთის ,,პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში ასევე მიიღეს მონაწილეობა ეწ. ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
„დღეს დაიწყო კენჭისყრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისთვის. ერთ-ერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. „აფხაზეთის“ მოქალაქეებმა იციან მისი როლი, რომელიც მან ითამაშა და აგრძელებს აფხაზეთისთვის, და როლისთვის რომელსაც ის თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში. რუსეთი არის „მოძმე ქვეყანა“, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ყოველ ჯერზე ახალი შინაარსით იყოს სავსე.“ – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა, მას და მათან მყოფ ე.წ. თანამდებობის პირებს, მედიასთან არ დაუმალავთ რომ მხარი ვლადიმერ პუტინს მისცეს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 კანდიდატი მონაწილეობს: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხის პარტია), ლეონიდ სლუცკი (LDPR) და ნიკოლაი ხარიტონოვი (რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია). ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში – 15-დან 17 მარტამდე გაიმართება. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისთვის კენჭისყრა ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილ 30 საარჩევნო უბანზე გაიმართება. კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან დროებით მყოფ რუსეთის მოქალაქეებს.




