დაძაბულობა სოხუმში – მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ

ამ წუთებში დაძაბულობაა სოხუმში, სადაც მომიტინგეები მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯინბას გადადგომას ითხოვენ. აფხაზური წყაროების ინფორმაციით, მომიტინგეებმა შეამტვრიეს ე.წ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შესასვლელი კარები და შენობაში შეიჭრნენ.
ამ წუთებში, ქალაქში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. დემონსტრანტები ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოდიან და ე.წ. არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.
ხმების უმრავლესობა საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. მეორე ტურში, ასევე, გადავიდა ოპოზიციური პარტია “ამცახარას” ლიდერი ალხას კვიცინია. სწორედ კვიცინიას მხარდამჭერებმა შეამტვრიეს ადმინისტრაციის კარები ახლა შენობაში შეჭრას ისევ ცდილობენ.




