სოხუმში დე-ფაქტო საგარეო და იუსტიციის მინისტრების გადადგომას მოითხოვენ

აფხაზი საზოგადო მოღვაწე თენგიზ ჯოპუა, აცხადებს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა უნდა გააუქმოს ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ რატიფიცირება, ვინაიდან თავდაპირველად კანონპროექტის განმარტებით დოკუმენტებში გაჟღერებული პირობები არ შეიცავდა გადაცემული ობიექტის გამოყენების ნამდვილ მიზნებს.
ჯოპუა მიიჩნევს, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. იუსტიციის მინისტრი უნდა გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მათ მიმართ უნდობლობა არსებობს.
,,პოზიცია, რომელიც მათ საზოგადოებას ამ პროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად გააცნეს შეიცავდა ცრუ დაპირებებს.” აცხადებს ჯოპუა.
,,სოციალურ-პოლიტიკური სიმშვიდის შესანარჩუნებლად ,,სახელმწიფოს მეთაურმა” უარი უნდა თქვას ამ ინიციატივაზე და ,,პარლამენტმა” გააუქმოს საზოგადოებაში რეზონანსული კანონპროექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ ,,ხელისუფლებას” აცხადებს თენგიზ ჯოპუა.
ამავე თემაზე:




