Spelling Bee რეგიონალურ კონკურსში გამარჯვებული წალენჯიხელი ნია გოგოხიაა

ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში „Spelling Bee“- ს რეგიონალური კონკურსი ჩატარდა, სადაც ნახევარფინალისტი გამოვლინდა, რომელიც 12 აპრილს,ფინალურ ეტაპზე ამერიკის საელჩოში გაემგზავრება და კონკურენციას გაუწევს მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
კონკურსის რეგიონალური გამარჯვებული ნია გოგოხია წალენჯიხის ამერიკული თაროს მოხალისე და ქალაქ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა.




