დამოუკიდებლობის დღე ფოთში [ფოტო]
![დამოუკიდებლობის დღე ფოთში [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/499222953_1107563214732365_4997799264868130892_n-960x640.jpg)
ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიული ინსტალაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი საგამოფენო და საინფორმაციო სტენდები, სპეცტექნიკა და აღჭურვილობა, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი, საზღვაო აკადემიის სივრცე.
საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ფოთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
18:00 საათიდან გაიმართება საზეიმო კონცერტი,სადაც მონაწილეობენ: ცისანა სეფიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, გია ნიკოლაძე, კახა კუხიანიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, „ქუჩის ბიჭები“.
ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საზღვაო აკადემიის ორგანიზებითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ცენტრალურ მოედანზე აღინიშნება.













