ქალაქ ხობში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ხობში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N11-ში, N13-ში, N17-ში და N19-ში მდებარე კორპუსების სახურავების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქალაქ ხობში სახურავების რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.




