ფოთში მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
„სრულად გადაიხურა 7 მისამართზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი: კოსტავას ქუჩა N10; სამეგრელოს ქუჩა N34; სამეგრელოს ქუჩა N36; აღმაშენებლის ქუჩა N28; კაცაძის ქუჩა N6; 9 აპრილის ხეივანი N33; ჩხეიძის ქუჩა N6-ში
აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 4 მისამართზე: მემედ აბაშიძის N14; დანელიას N72; გურიის N177; ფარნავაზ მეფის N1.
ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 3 მისამართზე ძველი და ამორტიზებული ლიფტები - სრულიად ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საბინაო პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურად გაგრძელდება“ – ნათვამია ფოთი მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




