stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

მამუკა წოწერია – ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო ბოიკოტს უცხადებს  მოსახლეობას და აფერხებს სერვისების მიწოდებას

04.02.2025 / 4 თებერვალი 2025
მამუკა წოწერია – ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო ბოიკოტს უცხადებს  მოსახლეობას და აფერხებს სერვისების მიწოდებას

ზუგდიდის მერიის სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ოპოზიციური საკრებულო მიზანმიმართულად აფერხებს.

კერძოდ, მერია, საკრებულოს ბოიკოტის გამო, ვერ ახერხებს მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დარჩენილი ნაშთის  5 368 300 ლარის 2025 წლის ბიუჯეტში ასახვას. იმის გამო, რომ ბიუჯეტში თანხა ასახული არ არის, მერია მთელ რიგ პროექტებს ვერ ახორციელებს.  ნაშთის დაზუსტების მიზნით, მერიამ არაერთხელ მიმართა საკრებულოს, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო საკრებულო ვერ იკრიბება და შესაბამისად, ნაშთების დაზუსტება ვერ ხერხდება. აღნიშნული გარემოების გამო პარალიზებულია მერიის სახაზინო საქმიანობა, შეწყვეტილია ტრანზაქციები, რაც მერიის სრულფასოვან მუშაობას აფერხებს.

საკრებულოს წევრების ქმედებას ზუგდიდის მერი მიზანმიმართულ ხელშეშლად აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია ამით ზუგდიდის მოსახლეობას აზარალებს.

„უკვე კვირაზე მეტია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, კვორუმის არარსებობის გამო არ ახდენს 2024 წლიდან გარდამავალი ნაშთების 2025 წლის ბიუჯეტში დამტკიცებას, რაც იწვევს სახაზინო საქმიანობის შეფერხებას, ყველა ტრანზაქცია შეჩერებულია, შესაბამისად მერიის კონტრაქტორებთან აღებული ვალდებულებების გასტუმრება ვერ ხერხდება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა პროექტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საუბარია ასევე სოციალური სახლების მშენებლობაზე, რომლის განხორციელება უკვე დაიწყო და შემსრულებლებთან ანაზღაურება ვერ ირიცხება. ვერ მოხერხდება ვერც კომუნალური გადასახდელების გადახდა,“- აცხადებს ზუგდიდის მერი.

მამუკა წოწერია ოპოზიციას მოუწოდებს, შეწყვიტონ ბოიკოტი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ვიწრო პარტიული ინტერესების ნაცვლად, საზოგადოებრივი ინტერესებით იხელმძღვანელონ.

„ერთი შეკითხვა მაქვს საკრებულოს მიმართ, რომლის უმრავლესობასაც ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ – ვის უცხადებენ ბოიკოტს, საკუთარ თავს თუ მოსახლეობას? ალბათ, უფრო მოსახლეობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იჩაგრება ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ის ტექნიკური პროცედურა, რომელიც მათი უფლებამოსილებაა, განახორციელონ. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიამ დეტალური განმარტება გააკეთა. ასევე, გავლილია საკრებულოს შესაბამისი საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის სხდომა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასვლას. შესაბამისად, იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესებით და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით და მიიღონ ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნეს დაცული“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის მერია მოუწოდებს საკრებულოს წევრებს, გამოიჩინონ გონიერება და იმოქმედონ მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. ერთადერთი პარტია, რომელიც საკრებულოს სხდომებზე ცხადდება, „ქართული ოცნებაა“. საკრებულოს სხდომებზე გახარიას პარტია ნაწილობრივ არის წარმოდგენილი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრები სხდომებს არ ესწრებიან. ზუგდიდის საკრებულოში ყველა თანამდებობა სწორედ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს აქვთ გადანაწილებული.

წინა პოსტი

დავით ვერავა: ჯგალში ცენტრალური მთავრობა წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტს განახორციელებს

შემდეგი პოსტი

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო

მამუკა წოწერია მოსახლეობას აბასთუმანსა და ხეცერაში შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო

მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

მამუკა წოწერია – ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

მამუკა წოწერია ანაკლიაში მოსახლეობას დგებუაძის და გამსახურდიას ქუჩებზე შეხვდა

მამუკა წოწერია ანაკლიაში მოსახლეობას დგებუაძის და გამსახურდიას ქუჩებზე შეხვდა