დავით კოდუა მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს

ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს:
,,ჩემო ზუგდიდელებო, თქვენი უდიდიესი თანადგომითა და გამოცხადებული მხარდაჭერით წელს პირველად მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ როგორც ზუგდიდის დელეგატმა. ეს ჩემთვის დიდი პატივიცაა, პასუხისმგრბლობაც და სიამაყეც!
2024 წელი არ იყო მარტივი, გვქონდა გამოწვევეა ბევრი მიმართულებით, მაგრამ მთავარი – მოვიპოვეთ თქვენი უდიდესი მხარდაჭერა, მივიღეთ ქართველი ხალხის უზარმაზარი ნდობა, სწორედ თითოეული თქვენგანის დახმარებით გაიმარჯვა ქართულმა იდეამ, ქართულმა ძალამ, ქართულმა მომავალმა – ჩვენმა გუნდმა ქართულმა ოცნებამ! აუცილებლად ღირსებით გადავლახავთ ყველა გამოწვევას და კვლავაც გაიმარჯვებს საქართველო! ევროპა ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალია, ჩვენ მივიყვანეთ საქართველო ევროპის კარამდე და ჩვენვე შევაღებთ ამ კარებს!
მინდა ეს წელი იყოს თითოეული თქვენგანისთვის წინსვლის, წარმატების, თქვენი იდეებისა და ოცნებების განხორციელების წელი. ეს წელი ყოფილიყოს, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების, ჩვენი ერის ერთიანობის, სიძლიერისა და წარმატების მომტანი.
შობა-ახალ წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! ჩემო განსაკუთრებულო ზუგდიდელებო, უმეტეს თქვენგანს ვიცნობ, ერთად მოვდივართ წლებია, ამიტომაც განსაკუთრებულად გილოცავთ თითოეულს, სულ გვერდში მიგულეთ!
გილოცავთ კიდევ ერთხელ, ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის და სრულიად საქართველოს მფარველი!” – წერს დავით კოდუა.




