წალენჯიხის მერს 7 ნოემბერს დაკრძალავენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას, ხუთშაბათს, 7 ნოემბერს დაკრძალავენ. გამოსვენება სახლიდან 14 საათზე მოხდება (მისამართი: წალენჯიხა, ვაჟა ფშაველას N10).
14:30 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გამოსათხოვარი სამოქალაქო მიტინგი გაიმართება. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. შეიქმნა დამკრძალავი კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან:
1) თამარ ბელქანია – კომისიის თავმჯდომარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;
2) ივანე ბურდული – წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;
3) ალბერტ ჭანია – წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი;
4) კორნელი სალია-წევრი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
5) ლაშა ზარქუა-წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;
6) ლევან ქარდავა-წევრი, ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს დირექტორი;
7) თეო კვარაცხელია-წევრი, ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი“-ს დირექტორი;
8) მამუკა ქარდავა-წევრი, ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს დირექტორი;
9) თეა ქარჩავა-წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
10) სოფია ბერაძე-წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული-ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი;
11) ლელა ხარჩილავა-წევრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულში;
12) გელა თოლორაია-წევრი, ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე კომპლექსური სასპორტო საგანმანათლებლო-სააღმზდელო ცენტრი“-ს დირექტორი;
13) გელა კვარაცხელია-წევრი, ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს დირექტორი;
14) კონსტანტინე თოფურია-წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, წალენჯიხის საპატიო მოქალაქე;
15) იზა ომაძე-წევრი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე; წალენჯიხის საპატიო მოქალაქე;
16) ლევან მესხია-წევრი, მეწარმე;
17) ბერდია კალანდია-წევრი, ჟურნალისტი.
გიორგი ხარჩილავა 2 ნოემბერს გარდაიცვალა.
გიორგი ხარჩილავა წალენჯიხის მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2006-2010 წლებში კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 54 წლის გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების სავარუდო მიზეზად თრომბი სახელდება.




