თოვის გამო უშგულის მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

თოვის გამო, უშგულის მიმართულებით საავტომობილო გზის გარკვეულ მიმართილებებზე შეზღუდვები მოქმედებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრველებს.
,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




