ზუგდიდში დიდი ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი

22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე მნიშვნელოვან მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართვას. ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშის ყურება დიდ ეკრანზე მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ. საქართველო-ჩეხეთის მატჩის ჩვენება 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. პირველი შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა თურქეთთან გამართეს სადაც ანგარიში მეტოქის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.




