წვიმამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს:
,,ასევე ,სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს.
მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



