სენაკის წყალმომარაგებისთვის 52 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ სენაკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 52 342 420 ლარია.
კომპანიებისგან წინადადების მიღება მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებული სამუშაოებისთვის გამარჯვებულ კომპანიას ვადა 2026 წლის 25 ოქტომბერამდე აქვს.




