გუბერნატორმა მესტიის მერობის კანდიდატი წარადგინა

დღეს ,,ქართული ოცნების” მესტიის მერობის კანდიდატი სახელმწიფო რწმუნებულმა წარადგინა.
,,დღეს, „ქართული ოცნების“ მესტიის საარჩევნო შტაბში, ადგილობრივ აქტივს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარვუდგინეთ.
კაპიტონი მოქმედი მერია, გამოცდილი კადრია, კარგად იცის მესტიის პრობლემები და საჭიროებები. ძალიან ბევრი გააკეთა მესტიისა და მესტიელებისთვის, ამიტომაც ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს მოსახლეობაში. ჩვენ ერთობლივად, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მოვახდენთ მნიშვნელოვანი და მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, ჩემი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და „ქართული ოცნების” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი დავით გვიშიანი ესწრებოდნენ.
მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება მესტიას!” – წერს დავით ვერავა.



