სვანეთში დაკარგულ ორ ახალგაზრდას ეძებენ

სვანეთში დაკარგულ ორ ახალგაზრდას ეძებენ. საძიებო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჯგუფები არიან ჩართულნი. როგორც ცნობილია, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები მესტიიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ბილიკით გადადიოდნენ, საიდანაც გაუჩინარდნენ. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ზემო სვანეთის მკვდრების არიან. ახალგაზრდებს მაშველები ზემო და ქვემო სვანეთის მთებში მეხუთე დღეა ეძებენ.




