ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგედიაზე: ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის

ოკუპირებულ გალში მომხდარ ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის.
ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ამავე თემაზე:
მსგავსი სიახლეები

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს


