თემურ ბასილაია საკრებულოდან თანამშრომლების გაშვებას ნიკა მელიას სიმპატიებს უკავშირებს

Პოლიტიკურ კონიუქტურასა და ადამიანურ ურთიერთობას შორის, პირველს რომ ირჩევს, ის არც პოლიტიკურ ზნებრივ ჩარჩოებში ჯდება და არც ადამიანურში – ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაია, ზუგდიდის საკრებულოში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების გათავისუფლებას.
თემურ ბასილაიამ stv-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილება, რაც იურიდიულ Კომისიას მიაღებინა “ნაციონალური მოძრაობის” ორმა წევრმა, ირაკლი სორდიამ და დარიკო არქანიამ არის გაუგებარი და უსამართლო.
“თანამშრომლებს, რომლებსაც, ხელშეკრულების ვადა
Დეკემბერში დაუმთავრდათ, მარტო მაია კუკავა არ არის, კიდევ ორი თანამშრომელია გათვისუფლებული. Პროცედურულად იურიდიული კომისია განიხილავს და მათი თანხმობოთ შემდგომ, უკვე საკრებულო იძლევა თანხმობას ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე. Რაც მოხდა, არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ორმა წევრმა, ირაკლი სორდიამ და დარიკო არქანიამ, რომლებიც არიან კომისიაში, მოულოდნელად არ ვიცი, რას ნიშნავს “ქართულ ოცნებასთან” ერთად მხარი, არ დაუჭირა ამ ადამიანებისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას და ისინი ფაქტობრივად გააძევეს სამსახურებიდან. Პოლიტიკურ კონიუქტურასა და ადამიანურ ურთიერთობას შორის, პირველს რომ ირჩევს, ის არც პოლიტიკურ ზნებრივ ჩარჩოებში ჯდება და არც ადამიანურში, არ ვიცი, თავად გასცენ პასუხი, თუ რატომ ჩაიდინეს ეს. Ვარ ძალიან გაკვირვებულო და გაოცებული მათი ამ საქციელით. Მეტს ვერაფერს დავამატებ, რაც ჩაიდინეს თავად გასცენ პასუხი”, – განაცხადა თემურ ბასილაიამ.
კითხვაზე, ნაციონალური მოძრაობა, ხომ არ სჯის, პარტიიდან წასულ წევრებს და მხარდამჭერებს, იმის გამო, რომ Დატოვეს პარტია ნიკა მელიას ღიად იჭერენ მხარს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავად დატოვა “ნაციონალური მოძრაობა”, ასე პასუხობს:
,,ვერ გეტყვით, ძალიან დიდი გულისტკივილი მინდა ვთქვა, თუ პოლიტიკური კუთვნილება, შეხედულება, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ ოპოზიცია გქვია, მაშინ ის ღირებულება და ეს მოცემულობა უნდა შეინარჩუნო. Თუ პოლიტიკურ ღირებულებებსაც კარგავ და ადამიანურდაც ზედ მიაყილებ, მაზე თვითონ გასცენ პასუხი. Მე არ შემიძლია ადეკვატურად გავლანძღო ისინი, ვინც ჩვენ გაგვლანძღა და ფაქტობრივად ვერდიქტი გამოგვიტანა”,- განაცხადა თემურ ბასილაიამ.
stv, ეცადა დაკავშირებოდა ბრალდებების ადრესატებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ირაკლი სორდიას და დარიკო არქანიას, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ცნობისთვის, Ზუგდიდის საკრებულოს მოადგილეების თანაშემწეებს, მაია კუკავას, ბესიკ ჭეჟიას და მირანდა გოგოხიას, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს და სამსახურებიდან გაათავისუფლეს. რასაც კუკავა ფეისბუქის პოსტითვგამოეხმაურა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ანა წითლიძის პირად მიმოწერას ასაჯაროვებს.



