ზუგდიდის ამპუტატნტ ფეხბურთელთა გუნდი ბათუმთან თამაშში დამარცხდა

ბათუმის მერიისა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ამპუტანტ ფეხბურთელთა ბათუმის ღია ფესტივალი. ტურნირში ბათუმის, გორის, ზესტაფონისა და ზუგდიდის გუნდები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის გამარჯვებული „ბათუმი“ გახდა, რომელმაც ფინალში ზუგდიდის გუნდი 1:0 დაამარცხა. მესამე ადგილზე „ზესტაფონი“ გავიდა.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს ორგანიზატორთა მხრიდან მედლებისა და თასების გარდა, სპორტული მაღაზიის ფასიანი ვაუჩერებიც გადაეცათ.




