stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1269

ამბები სვანეთიდან

74

არჩევნები

354

ახალი ამბები

3997

ბლიც ინტერვიუ

3

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

ზუგდიდის მერმა ანგარიშის წარდგენა შამგონადან დაიწყო

31.10.2023 / 31 ოქტომბერი 2023
ზუგდიდის მერმა ანგარიშის წარდგენა შამგონადან დაიწყო

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა მოსახლეობისთვის შამგონას ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო.

მერმა აღნიშნულ შეხვედრაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.მერის ანგარიშის მიხედვით:

2022-2023 წლებში ზუგდიდში 150-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 130 000 000 ლარამდეა.რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კმ-მდე გზას, ხოლო ამჟამად 54 კმ-მდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშენდა 4 საბავშვო ბაღი, ამასთან, მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

„მუნიციპალიტეტის მერიამ კანონმდებლობიდან გამომდინარე დაიწყო ერთწლიანი სამუშაოს ანგარიშის წარდგება მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა იყო ინტერაქტიური. ვისაუბრეთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ჩვენს გეგმაში. შეხვედრების ეს ციკლი გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერით თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ინიციატივით, საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 35 000 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო მშენებლობისთვის კი შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული.მერმა ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზეც, რომელიც მუნიციპალიტეტს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით აქვს.კერძოდ, ამოქმედებულია ახალი პროგრამა, სახელწოდებით – „თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისის საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა“.

ზუგდიდს პროგრამის განსახორციელებლად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა.მამუკა წოწერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდების განვითარების კუთხით განათლების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით არსებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა:ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით აფინანსებს ახალგაზრდებს. მერის ანგარიშის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს, 82 სტუდენტს დაენიშნა მერის სტიპენდია.მამუკა წოწერიამ განათლების კუთხით საერთაშორისო დონორების მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, მათ შორის „EU4Culture“ გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, „EU4Culture“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის მთავარი ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერაა. პროექტი ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის (მთავარი პარტნიორი და პროექტის განმახორციელებელი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ.

აღსანიშნავია, რომ „EU4Culture“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის: აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 70-მა ქალაქმა. სტრატეგიების შეფასების შემდეგ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების კონსორციუმმა, ზუგდიდი გამარჯვებულ ქალაქად გამოავლინა.შეხვედრის ბოლოს მერმა, საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.ზუგდიდის მერი მოსახლეობასთან საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.

წინა პოსტი

ჯვარს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს

შემდეგი პოსტი

სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერმა უქმე დღე ოჯახთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაატარა

ზუგდიდის მერმა უქმე დღე ოჯახთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაატარა

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა პედაგოგები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერმა პედაგოგები დააჯილდოვა