ფოთის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის ინდექსის გამარჯვებულია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, წელს მეორედ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების გამარჯვებულია.
ფოთის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის შედეგები გააუმჯობესა და 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველი ადგილი 64 მუნიციპალიტეტს შორის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით . ამ პროცესში მნიშნვნელოვანია მერიისა და საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხი.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2023 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია და პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტების დაჯილდოება გაიმართა, სადაც გამომსვლელებს სიტყვით მიმართა ფოთის მერმა.
ბექა ვაჭარაძემ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის მიღწევებზე , გამოწვევებზე და საჭიროებებზე
ისაუბრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
მსგავსი სიახლეები

ფოთის მუნიციპალიტეტი N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-2020 წლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია

ფოთის მერი: „ფოთის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აგრძელებს ზრუნვას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე“


