აღმოაჩინე სამეგრელო, აღმოაჩინე სვანეთი – სამხარეო ადმინისტრაციის ახალი პროექტი

#აღმოაჩინესამეგრელო, #აღმოაჩინესვანეთი ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც სამეგრელოსა და სვანეთის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას გულისხმობს. მომხმარებელს ტურისტული ობიექტის მაღალხარისხიანი ფოტო და ტექსტობრივი მასალით საშუალება ეძლევა მიიღოს ინფორმაცია და იმოგზაუროს საოცარ ადგილებში, რომელიც ნამდვილად იქნება ახალი თავგადასავლებით სავსე.
ამჯერად სამხარეო ადმინისტრაცია ინწრას ჩანჩქერის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს.
„ინწრას ჩანჩქერი მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინება მდინარე ინწრას კანიონში, ველური ბუნება კი მისტიკურ გარემოს ქმნის.
იმოგზაურე ინწრას ხეობაში, სადაც ბუნება ხელუხლებელია, აქ დაგხვდებათ მრავალკასკადოვანი ჩანჩქერები, მღვიმე და სიმწვანეში ჩაფლული კანიონი #აღმოაჩინე_სამეგრელო“ – წერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გვერდზე.



