ზუგდიდის უხუცესი მოქალაქე 107 წლის გახდა

ზუგდიდის უხუცესი ქალბატონი ნათელა (შურა) პაჭკორია 107 წლის გახდა. უხუცესი მოქალაქე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს. იუბილარს დაბადების დღე ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ედიტა კოდუასთან ერთად მიულოცა. ნათელა პაჭკორია 1916 წელს დაიბადა.




