სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მიმდინარე სამუშაო კვირა ორშაბათის ტრადიციული თათბირით დაიწყო

მუნიციპალიტეტის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისგან, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაციები გასულ კვირას განხორციელებული აქტივობებისა და არსებული საჭიროებების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს.
,,ჩვენს მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ძირეული ძვრები ეკონომიკური გაჯანსაღების, კონკურენტუნარიანი მასშტაბური პროექტების განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვის, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა სეგმენტის განახლებისა და წინსვლის თვალსაზრისით. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის განვითარებისკენ, საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებისკენ უნდა იყოს მიმართული“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.




