სენაკში, ცერცვაძის ქუჩის ორივე ჩიხის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია

დასრულების ფაზაშია ქალაქ სენაკში, ცერცვაძის ქუჩის ორივე ჩიხში, ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ცერცვაძის ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე, ასევე დასრულების სტადიაშია, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის მასშტაბური პროექტი. 2022 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება.
დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ნაწილის, მასში შემავალი რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების მონაკვეთების სრული რეაბილიტაცია, ქალაქის დარჩენილი ნაწილისა და ადმინისტრაციული ერთეულების გზების კეთილმოწყობა.





