სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer-ის ბუსტერ დოზით აიცრა. გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ მერიის სხვა თანამშრომლებსაც.
სენაკის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის დასაძლევად, მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, რომელიც, რეგულაციების დაცვის პარალელურად, პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური და უალტერნატივო გზაა, აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული 200 ლარიანი დანამატის შემდეგ, მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა.
სენაკში იმუნიზაცია შესაძლებელია არქიმედეს კლინიკაში, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებასა და შპს ,,მკურნალში”.




