სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ამცრელი ჯგუფი ამჯერად მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება.
მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.
ამცრელ კაბინეტებში იმუნიზაციისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტია დაცული.
ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სოფლებში ადგილზე ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, სადაც აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება.
მასობრივი ვაქცინაცია სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.




