ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. დაიგო ბეტონის საფარი, გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები და ჭიშკრამდე მისასვლელები.
დასრულებულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნო.
ცაცხვში გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 405 462 ლარია.






