ალექსანდრე ახვლედიანს ლელოს ზუგდიდის ოფისში სოფიო შამუგია ჩაანაცვლებს

ლელოს ზუგდიდის ორგანიზაციას ალექსანდრე ახვლედიანი უკვე აღარ ხელმძღვანელობს. ამის შესახებ STV-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. როგორც სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, ალექსანდრე ახვლედიანს ზუგდიდის ოფისში ხაზარაძის ნდობით აღჭურვილი პირი სოფიო შამუგია ჩაანაცვლებს.
გვიან ღამით გახდა ამის შესახებ ცნობილი, თუმცა ზუსტი მიზეზები ახვლედიანის პარტიიდან წასვლაზე ჯერჯერობით არ ხმაურდება. STV-თვის მხოლოდ ის ხდება ცნობილი, რომ საქმე სავარაუდოდ ფინანსურ გარღვევებს ეხება.
ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლელოს ზუგდიდის ოფისიდან ათეულ ათასობით ლარი, რომელიც ცენტრალური შტაბიდან გადმოირიცხა უკვალოდ და უმიზნოდ გაქრა. როგორც ლელოს გუნდის ერთ-ერთი ძველი სახე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გამორიცხული არ არის, რომ ახვლედიანის წასვლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე სწორედ ძველ ცოდვებს უკავშირდებოდეს.




