ტრეფიკინგის მაგალითი “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში

ტრეფიკინგის და მოქალაქეების მიმართ ბატონყმური დამოკიდებულების მაგალითი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში. მილიონერმა კობა ნაყოფიამ მონებივით ამუშავა კოორდინატორებად ხალხი, არცერთი თეთრი არ გადაუხადა არავის და გაიქცა თბილისში. ნახა რომ სანდრა არჩევნებს აგებს და შეპირებული ხელფასებიც კი არ დაარიგა ზუგდიდიდან ისე მოკურცხლა.
ეს არის ამათი სახე, მათ მომხრეებს თუ ასე ექცევიან ჩვენ რა იმედი გვქონდეს, რას გვიზამენ ხალხს, ვინც ძალადობას არასოდეს შევგუებივართ და არც შევეგუებით. ნაციონალების მერამდენე სამარცხვინო და ამაზრზენი საქციელი.
ანა წითლიძე ხომ ყავდათ მედროშედ, მიშას გამო მთელი ზუგდიდი გადაიმტერა და მას რა უქნეს მაგალითია ყველა ნაციონალისთვის. აგინეს, ლამის ცემეს და ახლა კუთხეში უზით- არჩევნების მერე მოგივლითო. შეხვედრებზეც კი არ დაყავთ, თბილისიდან და კახეთიდან ჩამოყვანილი პროვოკატორების იმედად არიან. ესაა ამათი სახე, გიჟებს გვანან, რადგანაც ნახეს გამოფხიზლდა ხალხი, ნახეს, რომ მათი დღეები დათვლილია.
თავიდანვე უნდა ცოდნოდათ, რომ სამეგრელო არ არის მათი საპარპაშო ადგილი. ნახა ხალხმა რომ კობა ნაყოფია კრუხივით აზის თავის მილიონებს და მომხრეებიც კი გადააგდო. არავის არ უნდა არეულობა ძლივს დალაგებულ და დამშვიდებულ ზუგდიდში. 19 მაისს საბოლოოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან ეს მოძალადე, მატყუარა და ხალხის გადამგდები პარტია. ეს ასე იქნება და ხალხი კიდევ ერთხელ იზეიმებს გამარჯვებას.




