სენაკში ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
ამ ეტაპზე უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 59 492, 14 ლარს შეადგენს.
ავარიული ხიდის რეაბილიტაციით, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა, მოსახლეობას კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მიეცემა.




