ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აქტიურად ხორციელდება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 216 848 ლარს შეადგენს; მათ შორის – 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა – 181 373 ლარი, 2021 წლის – 35 475 ლარი.
სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.
სოფლის ცენტრამდე გზის მოწესრიგების და ხიდის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.




